ნაწიბუროვანი ალოპეცია

მაისი 24, 2016

ნაწიბუროვანი ალოპეცია

თავის თმიანი არის დაავადებათა 7,3% მოდის ნაწიბუროვან ალოპეციებზე. აღენიშნება რთული პათოგენეზი. ანთებითი პროცესი ვითარდება ძირითადად ფოლიკულის ზედა ნაწილში, რასაც მოყვება მისი შეუქცევადი დაშლა კოლაგენის განვითარებით და ცხიმოვანი ჯირკვლის განლევით. ფოლიკული კარგავს რეგენერაციის უნარს, ვინაიდან ღეროვანი უჯრედები იშლებიან ანთებითი პროცესის შედეგად. ნაწიბუროვანი ალოპეცია იწვევს თმის პერმანენტულ კარგვას ანთების ან აუტოიმუნური დაავადების გამო თმის ფოლიკულის დესტრუქციის შედეგად.

ნაწიბუროვანი ალოპეცია იყოფა პირველად და მეორად ნაწიბუროვან ალოპეციებად.

პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეცია შეიძლება იყოს: ლიმფოციტური (DLE, LPP, FFA, Graham-Little syndrome, Classic pseudopelade Brocq, CCCA, Alopecia Mucinosa, KFSD), ნეიტროფილური (Folliculitis decalvans, Dissecting folliculitis) და შერეული (Folliculitis keloidalis, Folliculitis necrotica , Erosive pustular dermatosis).

მეორადი ნაწიბუროვანი ალოპეცია ვითარდება   უმეტესად ტრავმის, დამწვრობის ანუ ჭრილობის ადგილას, სადაც  განვითარებული ნაწიბურის გამო თმა აღარ ამოდის.

პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება: დისკოიდური წითელი მგლურა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ბროკის ფსევდოპელადა, ჰოფმანის ფოლიკულიტი.

 

დისკოიდური წითელი მგლურა

დისკოიდური წითელი მგლურასათვის დამახასიათებელია:  ერითემატოზული პაპულები ცენტრიდანული ზრდით, აქერცვლა, ფოლიკულური საცობები, ტელეანგიექტაზიები, ატროფია და დეპიგმენტაცია.

n1 n2 n3 n4

დისკოიდური წითელი მგლურას viagra pas cher ტრიქოსკოპიული ნიშნები

w1 w2 w3 w4 w5 w6 w7 w8 w9 w10  w11 w12

წითელი ბრტყელი ლიქენი

წითელი ბრტყელი ლიქენისათვის  დამახასიათებელია ქავილი, ცენტრალური ან მრავლობითი ალოპეციის კერები, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი და ერითემა ალოპეციის კიდეებში.

20160126_130643 - Copy 20160126_130643l1

 

წითელი ბრტყელი ლიქენის ტრიქოსკოპიული ნიშნები:

20160126_130738_001 - Copy 20160126_130738_001 20160126_130747 - Copy 20160126_130747 20160126_130822 - Copy 20160126_130822 20160126_130840 - Copy

 

ბროკის ფსევდოპელადა

ბროკის ფსევდოპელადისათვის დამახასიათებელია არაანთებითი, მოთეთრო-რძისფერი ან მოწითალო პატარა ოვალური ან დიდი უსწორმასწორო კერები ატროფიით.

l2 20160126_131153 - Copy

ბროკის ფსევდოპელადის ტრიქოსკოპიული ნიშნები:

20160126_131153 - Copy (2) - Copy 20160126_131153 - Copy (2) 20160126_13115320160126_131159 - Copy (2) 20160126_131159 - Copy 20160126_131159

ჰოფმანის ფოლიკულიტი

ნეიტროფილურ ნაწიბუროვან ალოპეციებს შორის ყველა ფართოდ გავრცელებულია ჰოფმანის ფოლიკულიტი. მისთვის დამახასიათებელია ფოლიკულური ოკლუზია, სებორეა, ანდროგენების ზემოქმედება და მეორადი ბაქტერიული ინფექცია. ხშირად თან სდევს კონგლობირებული აკნე და ჰიდრადენიტი.

fa 20160126_131125 - Copy (2)

ჰოფმანის ფოლიკულიტის ტრიქოსკოპიული ნიშნები:

20160126_131132 20160126_131132 (2) 20160126_131132 - Copy20160126_131132 - Copy (2) 20160126_131125 - Copy

About the Author

Leave a Reply

*

Facebook