დიფუზური თმის ცვენა

მაისი 24, 2016

დიფუზური თმის ცვენა შეიძლება იყოს ტელოგენური და ანაგენური.

თმის ყოველ ღერს თავისი საკუთარი სასიცოცხლო ციკლი აქვს, რომელიც სამ ფაზას მოიცავს. ესენია: ანაგენი, კატაგენი, ტელოგენი. ნორმაში, ანაგენის ანუ აქტიური ზრდის ფაზაში ღერების 85% იმყოფება, კატაგენში ანუ მოსვენების ფაზაში – 1%, ხოლო ტელოგენში ანუ ცვენის ფაზაში – 14%.

ტელოგენური ალოპეცია ვითარდება, როდესაც თმის ღერების გაზრდილი რაოდენობა შედის თმის ციკლის ტელოგენურ ანუ მოსვენების ფაზაში ანაგენური ანუ ზრდის ფაზიდან და ეს ღერები ცვივა დაახლოებით სამი თვის შემდეგ. ჩვეულებრივ, დღეში დაახლოებით 100 ღერი თმის დაკარგვა ხდება, მაგრამ ტელოგენური ალოპეციის დროს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება და შესაძლებელია, სხეულზე თმის 30-50% დაცვივდეს. ტელოგენურ ალოპეციას, შესაძლოა, წინ უსწრებდეს მძიმედ მიმდინარე დაავადება, სხვადასხვა დაზიანება, ინფექცია, ქირურგიული ჩარევა, მკაცრი დიეტა, ფსიქოლოგიური სტრესი, მშობიარობა, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები (ჰიპერთიროიდიზმი და ჰიპოთიროიდიზმი), ფერიტინის დეფიციტი, ანემია ან სხვადასხვა მედიკამენტების (ანტითიროიდული აგენტები, ჰორმონები, ანტიკონვულსანტები, ანტიკოაგულანტები, ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ლითიუმი) მიღება. შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ანაგენური ალოპეცია არის სხეულის თმოვანი საფარის 80-90%-ის უეცარი დაკარგვა, რაც ხდება თმის ზრდის ანაგენურ ფაზაში შეწყვეტისას. ამის უმთავრესი მიზეზი ქიმიოთერაპია.

დღეისათვის დიფუზური თმის ცვენის დიაგნოსტირების და მკურნალობის შედეგების მონიტორინგის საუკეთესო საშუალებაა ტრიქოსკოპია, რომელიც ტარდება ტრიქოსკოპის საშუალებით.

ტრიქოსკოპი არის თმის ღერის და თავის თმიანი არის კანის (სკალპის) დერმოსკოპი. მისი საშუალებით ხდება თმის ღერის სტრუქტურის, პერიფოლიკულარული არის, სისხლძარღვოვანი ქსელის და ზოგადად კანის მდგომარეობის შეფასება.

დიფუზური თმის ცვენის ტრიქოსკოპიული ნიშნები:

დიფუზური თმის ცვენა (ტელოგენური)

  • ცარიელი თმის ფოლიკულები
  • ერთეული ღერების გაზრდილი რაოდენობა
  • ვერტიკალურად მზარდი თმა მახვილი ბოლოთი

ცარიელი თმის ფოლიკულები

ერთეული ღერების გაზრდილი რაოდენობა

ვერტიკალურად მზარდი თმა მახვილი ბოლოთი

დიფუზური თმის ცვენა (ანაგენური, გამოწვეული ქიმიოთერაპიით)

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

About the Author

Leave a Reply

*

Facebook