ანდროგენული ალოპეცია

მაისი 24, 2016

ანროგენული ალოპეცია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა ალოპეციისა ქალებსა და მამაკაცებში.

ანდროგენული ალოპეციის დროს, ჩვეულებრივ დაავადების სიხშირე და სიმძიმე იზრდება ასაკთან ერთად. 70 წლის ასაკისთვის მამაკაცების 80% და ქალების 42% აწუხებთ ანდროგენული თმის ცვენა. ხშირად დაავადების პირველი ნიშნები მამაკაცებში თავს იჩენს თინეიჯერობის ასაკში. ქალებში დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინება ხდება თინეიჯერობის და პოსტმენოპაუზის დროს.

ანდროგენული ალოპეციის ეტიოლოგია მულტიფაქტორული და პოლიგენურია.

მამაკაცებში ანდროგენულ ალოპეციას ანდროგენ-დამოკიდებული ხასიათი აქვს. ტერმინალური თმის ფოლიკული მგრძნობიარე ხდება დეჰიდროტესტოსტერონის მიმართ, რაც იწვევს ანაგენური ფაზის შემოკლებას და ტერმინალური თმის ღინღლოვან თმად მინიატურიზაციას. მამრობითი სქესის პაციენტებში ანდროგენული ალოპეციის განვითარება უპირატესად გენეტიკურ ხასიათს ატარებს.

მდედრობითი სქესის პაციენტებში ანდროგენული ალოპეციის ეტიოლოგიის შესახებ ნაკლები რამაა ცნობილი. შესაძლოა, რომ ქალთა ადრეულ ასაკსა და გვიან ასაკში გამოვლენილ ანდროგენულ ალოპეციას სხვადასხვა გენეტიკური თავისებურებები ჰქონდეს. გაურკვეველია, ასევე, ქალებში ანდროგენული ალოპეციის ანდროგენებზე დამოკიდებულება, როგორც ჩანს, დაავადების განვითარებაში სხვა ფაქტორებია ჩართული.

კლინიკურად ანდროგენული ალოპეცია არსებობს ქალის ტიპის და მამაკაცის ტიპის, თუმცა არსებობს შემთხვევები როცა მამაკაცს აღენიშნება ქალის ტიპის ცვენა და პირიქით

მამაკაცის ტიპის ანდროგენული ალოპეციის კლასიფიკაცია პირველად შექმნა ჰამილტონმა და მოგვიანებით მას მოდიფიცირება გაუკეთა ნორვუდა. მამაკაცის ტიპის ანდროგენული ალოპეციისათვის დამახასიათებელია თმის ცვენა შუბლის წილში და გვირგვინის მიდამოში, თუმცა ხშირად გამელოტებული უბნები ერთიანდება და ნორმალური თმიანი საფარი რჩება მხოლოდ კეფაზე და საფეთქლის მიდამოში. მამაკაცების 5% – ს თმის ცვენა ეწყება დიფუზურად თხემის მიდამოში, ხოლო შუბლის წილში წინა ფრონტალური ხაზი შენარჩუნებულია, რაც მოგვაგონებს ქალის ტიპის თმის ცვენას.

თმის ცვენა ქალებში მამაკაცებისაგან განსხვავებით იწყება დიფუზურად თხემის და შუბლის წილში, წინა ფრონტალური ხაზის შენარჩუნბით.

ანდროგენული-ალოპეცია---nimushi1

2 3 4 5

ზოგადად მამაკაცის ტიპის თმის ცვენის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე გამოკვლევა აუცილებელი არ არის, იშვიათი ჩვენებაა ბიოფსია. ვეგეტარიანელ მამაკაცებში შესაფასებელია პლაზმაში ფერიტინის დონე და ასევე ზოგ შემთხვევაში სასარგებლოა თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონის დონის გადამოწმება.

ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის რეკომენდაციებში მითითებულია FDA -ის  მიერ დამტკიცებული მხოლოდ ორი პრეპარატი.  ქალების შემთხვევაში ეს არის ტოპიკური მინოქსიდილი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში – ტოპიკური მინოქსიდილი და პერორალურად მისაღები ფინასტერიდი. გარდა ამისა,  არსებობს  FDA-ის  მიერ დაუმტკიცებელი თერაპიული აგენტების  საკმაოდ დიდი ნუსხა (ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, კეტოკონაზოლის და პირითიონ თუთიის შამპუნები). სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები იყენებენ მათ თავიანთ პრაქტიკაში და ამტკიცებენ მათ ეფექტურობას, მაგრამ ეს შედეგები ჯერჯერობით არ არის  გამყარებული კლინიკური კვლევებით.

დღეისათვის ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტირების და მკურნალობის შედეგების მონიტორინგის საუკეთესო საშუალებაა ტრიქოსკოპია, რომელიც ტარდება ტრიქოსკოპის საშუალებით.

ტრიქოსკოპი არის თმის ღერის და თავის თმიანი არის კანის (სკალპის) დერმოსკოპი. მისი საშუალებით ხდება თმის ღერის სტრუქტურის, პერიფოლიკულარული არის, სისხლძარღვოვანი ქსელის და ზოგადად კანის მდგომარეობის შეფასება.

ტრიქოსკოპიული ნიშნები ანდროგენული ალოპეციის დროს:

  • თმის ღერების არაერთგვაროვანი გათხელება
  • ველუსი
  • ერთეული თმის ღერები
  • ყვითელი წერტილები
  • პერიფოლიკულარული არის ფერის შეცვლა
  • ტალღოვანი თმა
  • ფიჭის მსგავსი პიგმენტაცია

 

თმის ღერების არაერთგვაროვანი გათხელება

ერთეული თმის ღერები

ყვითელი წერტილები

პერიფოლიკულარული არის ფერის შეცვლა

ტალღოვანი თმა

ფიჭის მსგავსი პიგმენტაცია

About the Author

Leave a Reply

*

Facebook