About us

საქართველოს თმის კვლევის ასოციაცია

ასოციაციის მიზნები და საქმიანობის ძირითადი ამოცანები.
ასოციაციის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ტრიქოლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის საკითხებში.
ასოციაცია მოქმედებს კანონით დადგენილი წესით და მიზნის განსახორციელლებლად ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  • გააერთიანოს ტრიქოლოგიით დაინტერესებული ყველა მეცნიერი და ექიმი, აგრეთვე მედიცინის დარგის სხვა სპეციალისტები,რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ,,ასოციაციის” მიზნებთან და ამოცანებთან და კოორდინირება გაუწიოს მათ საქმიანობას.
  • დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტთა პრევენციის და მკურნალობის სფეროში.
  • ხელი შეუწყოს სპეციალისტ-ტრიქოლოგთა პროფესიული დონის ამაღლებას სპეციალური ტრეინინგების გზით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოს საზღვარგარეთის ტრიქოლოგთა უახლესი მიღწევების შესახებ მათი ინფორმირება.
  • მოახდინოს სამეცნიერო-კვლევითი ინფორმაციის გაცვლა და საქმიანი კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნების პროფილურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
  • მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის ტრიქოლოგიური პროფილის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, რისთვისაც ითანამშრომლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ტრიქოლოგიური პროფილის დაწესებულებებთან და სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
  • მოაწყოს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სემინარები, გამოფენები და სხვა სახის შეხვედრები ტრიქოლოგთა და მომიჯნავე სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარების მიზნით და ორგანიზაცია გაუწიოს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციული მასალების გამოცემას და გავრცელებას.
  • აწარმოოს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების (კონგრესები, კონფერენციები და ა.შ.) შესახებ “ასოციაციის” წევრთა ინფორმირება და ხელი შეუწყოს აღნიშნულ ფორუმში მათ მონაწილეობას.
  • შეიმუშაოს პროექტები საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად.
  • ხელი შეუწყოს ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერულ კვლევათა ორგანიზებას და თემატური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებას.
  • აქტიურად ჩააბას ახალგაზრდა სპეციალისტები აქტუალური საკითხების მეცნიერულ დამუშავებაში.. მიღებული შედეგები მოისმინოს სამეცნიერო კონფერენციებზე, გასცეს რეკომენდაციები სამეცნიერო ხარისხის მინიჭებისათვის.
  • მონაწილეობა მიიღოს ტრიქოლოგიური სასწავლო ლიტერატურის სრულყოფაში, უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში
  • მონაწილეობა მიიღოს ტრიქოლოგთა დიპლომისშემდგომ და უწყვეტ სამედიცინო განათლებაში, მათ ლიცენზირებასა და სერთიფიცირებაში.
  • მონაწილეობა მიიღოს ტრიქოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირებასა და აკრედიტაციაში..
  • დაამყაროს საქმიანი კავშირი სპეციფიური პრეპარატების მწარმოებელ ფირმებთან.

  • გაუწიოს საქველმოქმედო პროფესიული საკონსულტაციო დახმარება თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტებს, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას.
  • იზრუნოს პოპულარული საიტების შექმნაზე თმის პრობლემით დაავადებული პაციენტებისათვის აუცილებელი ცოდნის და უნარჩვევების მისაღებად.
  • მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს მომიჯნავე პროფილის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მათთან ერთად იზრუნოს თმის პრობლემით დაავადებული პაციენტების სხვადასხვა ენდოკრინული, ნევროლოგიური თუ სხვა დარღვევების გამოვლინებასა და პროფილაქტიკაზე.
  • განსაზღვროს ახალი სპეციფიკური და აუცილებელი გამოკვლევათა ნუსხა, რათა დროულად გამოვლენილი იქნას თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტებში სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური თუ სხვა დარღვევები.
  • დაიცვას “ასოციაციის” წევრთა პროფესიული ინტერესები.
  • გამოსცეს წიგნები, გაზეთები, ალბომები, პერიოდული ბიულეტენი (ჟურნალი), ბუკლეტები, მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოები, მათი მეშვეობით გააშუქოს თემატური საკითხები და უახლესი მიღწევები.
  • ასოციაციას უფლება აქვს განახორციელოს ყველა სახის დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებით გაცხადებულ მიზნებს და მოქმედ კანონმდებლობას.

Facebook