დიაგნოსტიკა

  • ალოპეციის დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა დერმატოლოგმა. კლინიკური დათვალიერებისას უნდა ინახოს როგორც პაციენტის თავის ქალის კანი და თმიანი საფარი, ასევე უნდა მოხდეს სახის და სხეულის კანის, თმების, წარბების, წამწამების და ფრჩხილების შეფასება და ანამნეზის დეტალური შეგროვება (თმის ცვენის პირველი ეპიზოდი, ქერტლი, ქავილი, წვა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თანმხლები დაავადებები (ქრონიკული, აუტოიმუნური), კვების რეჟიმი, მიღებული პრეპარატები, ქალების შემთხევაში მენოპაუზა, ოლიგომენორეა);  აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლში ჰემოგლობინის, რკინის, ფერიტინის, TSH–ის გამსაზღვრა, ქალების შემთხვევაში პროლაქტინისა დატესტოსტერონის  შემოწმება.
  • თმის ცვენის მქონე პაციენტების შეფასებისათვის ბევრი საშუალება არსებობს. გამოკვლევის მეთოდების დაყოფა შესაძლებელია ინვაზიურ (მაგ. სკალპის ბიოფსია), ნახევრად-ინვაზიურ (მაგ. ტრიქოგრამა) და არაინვაზიურ (მაგ. თმის დათვლა, მიკროსკოპული შესწავლა, ტრიქოსკოპია) მეთოდებად.
  • გაიდლაინების შემუშავებისას მეცნიერებმა ყველაზე სარწმუნოდ ტრიქოსკოპიური მეთოდი აღიარეს. ტრიქოსკოპიას, ანუ სკალპის დერმოსკოპიას შეუძლია, თმის ცვენის სპეციფიკური viagra pas cher ტიპის მახასიათებლები გამოავლინოს.
  • ტრიქოსკოპიის მეშვეობით ჩვენ ვნახულობთ პირველ რიგში რამდენი ღერი თმა არის კვადრატულ სანტიმეტრში, სადაც ნორმაში 300-დან 500 ღერამდე თმა უნდა იყოს და შემდეგ მკურნალობის პროცესში დინამიკაში ვნახულობთ ერთი და იგივე უბანზე რამდენად გახშირდა თმიანი საფარი.
  • ამასთანავე ვნახულობთ პერიფოლიკულარულ ზონას, ანუ იმ ადგილს სადაც ფოლოკულიდან გამოდის თმა; ხომ არ არის კერატინული საცობები, რა ფერის არის ქერცლი და რა ინტენსივობისაა. ეს  ხშირად ფსორიაზის და სებორეული დერმატიტის დიფ დიაგნოსტიკაში ანუ ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება.
  • ასევე კარგად ჩანს ტელეანგიოექტაზიები ანუ სისხლძარღვოვანი ქსელი, რაც ასევე სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკისათვის არის აუცილებელი.
  • ტრიქოსკოპიის საშუალებით ასევე შესაძლებელია თმის ღეროვანი პათოლოგიის აღმოჩენა, რადგან არის დაავადებები როდესაც დაავადებულია უშუალოდ თმის ღერი.
  • და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ისმება დიაგნოზი და ინიშნება მკურნალობა, რომელიც მთლიანად ეყრდნობა კლინიკურ რეკომენდაციებს.

Facebook