15-17 მარტს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა პირველი მსოფლიო კონგრესი ტრიქოსკოპიაში -“1st World Congress of Trichoscopy”, რომლის ორგანიზატორი იყო ტრიქოსკოპიული კვლევის ფუძემდებელი პროფესორი ლიდია რუდნიცკა. ამ მეტად მნიშვნელოვანი კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის წევრად და სპიკერად მიწვეული იყო „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ლორთქიფანიძე, რომლის მოხსენებამაც კონგრესზე დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების“ ახალგაზრდა წევრი ნინო ხუციშვილი გახდა კონგრესის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის – „რთული ტრიქოსკოპიული შემთხვევების გამოცნობა“ გამარჯვებული.
საქართველოში ტრიქოლოგია, როგორც დერმატოლოგიის ახალგაზრდა მიმდინარეობა რამოდენიმე წელს ითვლის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების წარმატება საერთაშორისო ასპარესზე სასიხარულო და საამაყოა.
ტრიქოსკოპიის პირველი მსოფლიო კონგრესი ვარშავაში

20
მარ