2017 წლის 31.10-03.11 ჩათვლით იაპონიაში, ქალაქ კიოტოში, ჩატარდა თმის კვლევის საზოგადოების მეათე მსოფლიო კონგრესი (WCHR 2017). აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე.
სესიებზე განიხილებოდა სხვადასხვა აქტუალური საკითხები ტრიქოლოგიაში, ასევე უახლესი მიღწევები და სიახლეები.