- დერმატოფიტები არის ტაქსონომიურად მონათესავე სოკოების ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ მოლეკულურ დონეზე დაუკავშირდნენ კერატინს და გამოიყენონ ის საკვებად, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მათ უნარს მოახდინონ კერატინული ქსოვილის კოლონიზაცია ეპიდერმისში, თმასა და ფრჩხილებში.
- თავის თმიანი არის, ანუ სკალპის მიკოზი არის სკალპის და მასზე განთავსებული თმების დერმატოფიტოზი .
- ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია M. canis (აშშ-ში T. tonsurans).
- ძირითადად გავრცელებულია 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში (იშვიათია მოზრდილებში).

დერმატოფიტების სხვადასხვა ტიპი იწვევს Tinea Capitis სხვადასხვა კლინიკურ ფორმას.
არაანთებითი, ადამიანის, ანუ ეპიდემიური ტიპი
გამოწვეულია ანტროპოფილური ექტოტრიქსით M. audouinii ან M. ferrugineum
- მცირე ზომის ერითემატოზური პაპულები მოთავსებულია თმის ფოლიკულის გარშემო და ვრცელდება ცენტრიფუგურად, მოიცავს ახლოსმდებარე თმებს. დამახასიათებელია აქერცვლა, თუმცა ანთება მცირედ არის გაოხატული.
- დაზიანებულ კერებში თმები რუხია და გადატეხილია კანის დონეზე. კერები შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქა კეფაზე და კისერზე.
ანთებითი ტიპი
- ზოოფილური ან გეოფილური პათოგენით არის გამოწვეული , უფრო ხშირად M. canis და M. gypseum
- ანთება შესაძლოა გამოიხატოს პუსტულოზური ფოლიკულიტით და კერიონითაც კი, რომელიც წარმოადგენს დიდი ზომის ფლუქტუაციის მქონე ნოდულას, რომელიც დაფარულია გადატეხილი თმებით და ფოლიკულური ხვრელებით, საიდანაც ჩირქი გადმოედინება
- ხშირად იწვევს ნაწიბუროვან ალოპეციას
- სხვა კლინიკური ნიშნებიდან დამახასიათებელია ქავილი, ტკივილი, კისრის ლიმფადენოპათია, ცხელება, გამონაყარი სადა კანზე.
- “შავწერტილოვანი” tinea capitis გამოწვეულია ანტროპოფილური ენდოტრიქსით T. tonsurans ან T. violaceum.
- თმები გადატეხილია სკალპის დონეზე და მოჩანს, როგორც შავი წერტილები.
- დამახასიათებელია დიფუზური აქერცვლა, ანთებითი მოვლენები შესაძლოა გამოხატული იყოს სხვადასხვა ინტენსივობით, დაწყებული მსუბუქი პუსტულოზური ფოლიკულიტით, დამთავრებული ფურუნკულის მსგავსი კერებით, რომელსაც კერიონს უწოდებენ.
- დაზიანებული ადგილები მრავლობითია, ზოგჯერ პოლიგონალური, არამკვეთრი საზღვრით, თითისებრი კიდეებით. ნორმალური თმები რჩება ალოპეციის უბნებთან.
კერიონი
-
- დიდი ზომის, მოფლუქტუირე, ანთებითი მასა სკალპზე , გამოწვეულია ორგანიზმის მძიმე ანთებითი რეაქციით დერმატოფიტური ინფექციაზე.
- შესაძლოა დაფარული იყოს პუსტულებითა და ქერქებით და შეცდომით ჩაითვალოს აბსცესად.
- შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ალოპეცია.