ჩვენს შესახებ
ალოპეციის ანუ თმის ცვენის პრობლემა 21-ე საუკუნეში საკმაოდ გაიზარდა, იქნება ეს ბუდობრივი ალოპეცია, დიფუზური ალოპეცია, ანდროგენული ალოპეცია თუ ნაწიბუროვანი ალოპეციის სხვადასხვა ფორმა. ამის მიზეზად ზოგიერთი მკვლევარი გარემო პირობების ცვლივებას და დაბინძურებულ ეკოლოგიას მიიჩნევს, ზოგიერთი არასწორი ცხოვრების რეჯიმს და კვებას. ზოგიც თვლის, რომ ამის მიზეზია ენდოკრინული პათოლოგიების მატება და სტრესული სიტუაციების ზრდა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რისკ ფაქტორად რჩება.
თმის ცვენის პრობლემები წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ნაწილს თანამედროვე დერმატოლოგიაში. დერმატოლოგიურ და სამკურნალო-ესთეტიკურ დაწესებულებებში პაციენტების 8% მიმართავს თმის ცვენის პათოლოგიების გამო. ამ პაციენტების რეალური რიცხვი საგრძნობლად მეტია, თუმცა მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა და ამისთვის არ მიმართავს ექიმს.
მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის თმიანი საფარის მდგომარეობას და თავის თმიანი არის დაავადებებს ტრიქოლოგია ეწოდება. ის შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელიც წარმოადგენს დერმატოლოგიის ერთ–ერთ განშტოებას.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტრიქოლოგია არის ერთ–ერთი პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი დარგი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თმის სტრუქტურის შეცვლა პრაქტიკოსი ექიმებისთვის არის სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების მარკერი. დღეისათვის დაგროვილი გამცდილების საფუძველზე დადგინდა, რომ ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიების, მეტაბოლური და ტროფიკული დარღვევების, ასევე ზოგიერთი ფსიქიატრიული აშლილობის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს თმის სიხშირის, ფერის და სტრუქტურის შეცვლა. 300–ზე მეტ გენეტიკურ პათოლოგიას თან სდევს თმის სხვადასხვა დარღვევები. ამიტომ ამ დარღვვების შეფასება არის აუცილებელი, მარტივი პირველადი დიაგნოსტიკა პედიატრიულ დერმატოლოგიასა და გენეტიკაში.
ტრიქოლოგია, როგორც მედიცინის დარგი 1902 წელს ჩამოყლიბდა ლონდონში, ხოლო 1989 წელს შეიქმნა ევროპის თმის კვლევის საზოგადოება (EHRS). ეს დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, თმის ტრანსპლანტოლოგებს. EHRS ის წევრები არიან სწორედ ის მეცნიერები, რომელთა მიერ შექმნილი გაიდლაინებით სარგებლობს დღეს მთელი მსოფლიო. ესენი არიან: Jerry Shapiro (USA), Rolf Hoffmann (Germany), Rodney Sinclair (Australia), Abraham Zlotogorski (Israel), Desmond Tobin (UK) და სხვა. ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი ყოველთვის არის წლის მთავარი მოვლენა ტრიქოლოგიაში.
2013 წელს დაარსდა საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS).
საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება მოქმედებს კანონით დადგენილი წესით და მიზნის განსახორციელლებლად ისახავს შემდეგ ამოცანებს:
- გააერთიანოს ტრიქოლოგიით დაინტერესებული ყველა მეცნიერი და ექიმი, აგრეთვე მედიცინის დარგის სხვა სპეციალისტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ასოციაციის მიზნებთან და ამოცანებთან და კოორდინირება გაუწიოს მათ საქმიანობას.
- დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტთა პრევენციის და მკურნალობის სფეროში.
- ხელი შეუწყოს სპეციალისტ-ტრიქოლოგთა პროფესიული დონის ამაღლებას სპეციალური ტრეინინგების გზით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოს საზღვარგარეთის ტრიქოლოგთა უახლესი მიღწევების შესახებ მათი ინფორმირება.
- მოახდინოს სამეცნიერო-კვლევითი ინფორმაციის გაცვლა და საქმიანი კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნების პროფილურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
- მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის ტრიქოლოგიური პროფილის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, რისთვისაც ითანამშრომლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ტრიქოლოგიური პროფილის დაწესებულებებთან და სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
- მოაწყოს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სემინარები, გამოფენები და სხვა სახის შეხვედრები ტრიქოლოგთა და მომიჯნავე სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარების მიზნით და ორგანიზაცია გაუწიოს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციული მასალების გამოცემას და გავრცელებას.
- აწარმოოს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების (კონგრესები, კონფერენციები და ა.შ.) შესახებ ასოციაციის წევრთა ინფორმირება და ხელი შეუწყოს აღნიშნულ ფორუმში მათ მონაწილეობას.
- შეიმუშაოს პროექტები საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად.
- ხელი შეუწყოს ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერულ კვლევათა ორგანიზებას და თემატური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებას.
- აქტიურად ჩააბას ახალგაზრდა სპეციალისტები აქტუალური საკითხების მეცნიერულ დამუშავებაში. მიღებული შედეგები მოისმინოს სამეცნიერო კონფერენციებზე, გასცეს რეკომენდაციები სამეცნიერო ხარისხის მინიჭებისათვის.
- მონაწილეობა მიიღოს ტრიქოლოგიური სასწავლო ლიტერატურის სრულყოფაში, უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში
- მონაწილეობა მიიღოს ტრიქოლოგთა დიპლომისშემდგომ და უწყვეტ სამედიცინო განათლებაში, მათ ლიცენზირებასა და სერთიფიცირებაში.
- მონაწილეობა მიიღოს ტრიქოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირებასა და აკრედიტაციაში.
- დაამყაროს საქმიანი კავშირი სპეციფიური პრეპარატების მწარმოებელ ფირმებთან.
- გაუწიოს საქველმოქმედო პროფესიული საკონსულტაციო დახმარება თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტებს, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას.
- იზრუნოს პოპულარული საიტების შექმნაზე თმის პრობლემით დაავადებული პაციენტებისათვის აუცილებელი ცოდნის და უნარჩვევების მისაღებად.
- მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს მომიჯნავე პროფილის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მათთან ერთად იზრუნოს თმის პრობლემით დაავადებული პაციენტების სხვადასხვა ენდოკრინული, ნევროლოგიური თუ სხვა დარღვევების გამოვლინებასა და პროფილაქტიკაზე.
- განსაზღვროს ახალი სპეციფიკური და აუცილებელი გამოკვლევათა ნუსხა, რათა დროულად გამოვლენილი იქნას თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტებში სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური თუ სხვა დარღვევები.
- დაიცვას ასოციაციის წევრთა პროფესიული ინტერესები.
- გამოსცეს წიგნები, გაზეთები, ალბომები, პერიოდული ბიულეტენი (ჟურნალი), ბუკლეტები, მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოები, მათი მეშვეობით გააშუქოს თემატური საკითხები და უახლესი მიღწევები.
- ასოციაციას უფლება აქვს განახორციელოს ყველა სახის დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებით გაცხადებულ მიზნებს და მოქმედ კანონმდებლობას.