ბუდობრივი ალოპეციით დაავადებულთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლოიში 2,2-4,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დერმატოლოგიურ პაციენტთა 0,7-3,8%–ს  აღენიშნება ბუდობრივი ალოპეცია. თანაბრად გვხვდება ქალებში და მამაკაცებში. პაციენთტა 60%–ს დაავადება უვითარდება 20 წლის ასაკამდე. 

ბუდობრივი ალოპეციის ეტიოლოგია უცნობია. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება. გენეტიკური პრედისპოზიციის რეალიზაციისათვის აუცილებელია გარკვეული ფაქტორების ზემოქმედება: იმუნოლოგიური, ფსიქონეიროგენული, ენდოკრინული, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და .შ.

ბუდობრივი ალოპეციას ახასიათებს თმის არანაწიბუროვანი ტიპის ცვენა, რომელიც ვარირებს დაზიანების ერთეული მრგვალი ან ოვალური ფორმის უბნების წარმოქმნიდან მრავლობითი გაერთიანებული კერების განვითარებამდე. 

ბუდობრივი ალოპეცია ვრცელდება თმიანი საფარის ნებისმიერ ადგილას, ხოლო 90% შემთხვევაში გვხვდება თავის თმიან არეში.

დაზიანების ფორმის მიხედვით განარჩევენ: ოფიაზისს, სუბტოტალურ, ტოტალურ და უნივერსალურ ფორმებს. 

ოფიაზისის (ლენტისებური ფორმა) დროს თმაგაცვენილი კერები მდებარეობს თავის თმიან არის კიდეებში. 

სუბტოტალური ფომის დროს ალოპეცია იკავებს თავის თმიანი არის 50%–ს, ხშირ შემთხვევაში ხდება წარბების გათხელება და წამწამების ნაწილობრივი გაცვენა.

ტოტალური ალოპეციის დროს ხდება თმების სრული დაცვენა მთელს თავზე,  მათ შორის წარბებზე და წამწამებზე. უნივერსალური ფორმის დროს თმა დაცვენილია სხეულის მთელს ზედაპირზე. 

ბუდობრივი ალოპეციის დროს აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზი გატარდეს  შემდეგ დაავადებებთან: მიკროსპორია, სიფილისი, ბროკის ფსევდოპელადა, ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია, ტრიქოტილომანია, ალოპეცია ტრიანგულარე. 

პროგნოზი: 34-50% განიკურნება ერთ წლის განმავლობაში, 5-10% – ს უვითარდება ტოტალური ალოპეცია, ხოლო 1-2% -ს უნივერსალური ფორმა; შემთხვევათა 85% – ს აღენიშნება დაავადების ერთზე მეტი ეპიზოდი; 50% – ში ალოპეცია ვითარდება პუბერტატამდე (ექსტენზიური ფორმა), რომელიც 10% –ში  სრული განკურნებით მთავრდება.

 

20-25% -ოჯახური ისტორია 

8-28%-  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

3-8% – ვიტილიგო