• დერმატოფიტები არის ტაქსონომიურად მონათესავე სოკოების ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ მოლეკულურ დონეზე დაუკავშირდნენ კერატინს და გამოიყენონ ის საკვებად, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მათ უნარს მოახდინონ კერატინული ქსოვილის კოლონიზაცია ეპიდერმისში, თმასა და ფრჩხილებში.
  • თავის თმიანი არის, ანუ სკალპის მიკოზი არის სკალპის და მასზე განთავსებული თმების დერმატოფიტოზი .
  • ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია M. canis (აშშ-ში T. tonsurans).
  • ძირითადად გავრცელებულია 3-დან  14 წლამდე ასაკის ბავშვებში (იშვიათია მოზრდილებში).

დერმატოფიტების სხვადასხვა ტიპი იწვევს Tinea Capitis სხვადასხვა კლინიკურ ფორმას.

არაანთებითი, ადამიანის, ანუ ეპიდემიური ტიპი  

გამოწვეულია ანტროპოფილური ექტოტრიქსით M. audouinii ან M. ferrugineum 

  • მცირე ზომის ერითემატოზური პაპულები მოთავსებულია თმის ფოლიკულის გარშემო და ვრცელდება ცენტრიფუგურად, მოიცავს ახლოსმდებარე თმებს. დამახასიათებელია აქერცვლა, თუმცა ანთება მცირედ არის გაოხატული. 
  • დაზიანებულ კერებში თმები რუხია და გადატეხილია კანის დონეზე. კერები შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქა კეფაზე და კისერზე.

 

ანთებითი ტიპი

  • ზოოფილური ან გეოფილური პათოგენით არის გამოწვეული , უფრო ხშირად M. canis და M. gypseum
  • ანთება შესაძლოა გამოიხატოს პუსტულოზური ფოლიკულიტით და კერიონითაც კი, რომელიც წარმოადგენს დიდი ზომის ფლუქტუაციის მქონე ნოდულას, რომელიც დაფარულია გადატეხილი თმებით და ფოლიკულური ხვრელებით, საიდანაც ჩირქი გადმოედინება
  • ხშირად იწვევს ნაწიბუროვან ალოპეციას  
  • სხვა კლინიკური ნიშნებიდან დამახასიათებელია ქავილი, ტკივილი, კისრის ლიმფადენოპათია, ცხელება, გამონაყარი სადა კანზე. 
  • “შავწერტილოვანი” tinea capitis გამოწვეულია ანტროპოფილური ენდოტრიქსით T. tonsurans ან T. violaceum.
    • თმები გადატეხილია სკალპის დონეზე და მოჩანს, როგორც შავი წერტილები. 
    • დამახასიათებელია დიფუზური აქერცვლა, ანთებითი მოვლენები შესაძლოა გამოხატული იყოს სხვადასხვა ინტენსივობით, დაწყებული მსუბუქი პუსტულოზური ფოლიკულიტით, დამთავრებული ფურუნკულის მსგავსი კერებით, რომელსაც კერიონს უწოდებენ. 
    • დაზიანებული ადგილები მრავლობითია, ზოგჯერ პოლიგონალური, არამკვეთრი საზღვრით, თითისებრი კიდეებით. ნორმალური თმები  რჩება ალოპეციის უბნებთან.

კერიონი

    • დიდი ზომის, მოფლუქტუირე, ანთებითი მასა სკალპზე , გამოწვეულია ორგანიზმის  მძიმე ანთებითი რეაქციით დერმატოფიტური ინფექციაზე.
    • შესაძლოა დაფარული იყოს პუსტულებითა და ქერქებით და შეცდომით ჩაითვალოს აბსცესად.
    • შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ალოპეცია.