• სებორეული დერმატიტი (SD) არის კანის ანთება, რომელიც დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლის ჭარბ სეკრეციასთან.
  • მიზეზი უცნობია, მაგრამ Malassezia ovale, ნორმალური კანის ორგანიზმი, გარკვეულ როლს ასრულებს.
  • სებორეული დერმატიტი მაღალი სიხშირით გვხვდება აივ ინფიცირებულ, ასევე გარკვეული ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებში.
  • სებორეული დერმატიტი იწვევს ზოგჯერ ქავილს, ქერტლს და ყვითელი, ცხიმიანი ქერცლების წარმოქმნას სკალპზე და სახეზე, სხვადასხვა ინტენსივობის ქავილით.
  • დაავადების მძიმე ფორმის დროს, თმიანი საფარის გასწვრივ, ასევე, ყურების უკან, წარბებზე, იღლიაში, ცხვირის ხიდზე, ცხვირის ნაკეცებში ჩნდება მოყვითალო – წითელი ქერცლით დაფარული პაპულები.
  • შეიძლება განვითარდეს მარგინალური ბლეფარიტი მშრალი ყვითელი ქერცლებით და ასევე კონიუქტივიტი.
  • სებორეული დერმატიტი არ იწვევს თმის ცვენას.
  • ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს  სქელი, ყვითელი, ქერქები სკალპზე – (cradle cap).