ტრიქოტილომანია არის თმის ამოგლეჯის მავნე ჩვევა. ზოგიერთ შემთხვევაში ამას პაციენტი გამიზნულად აკეთებს. ამ პროცესს წინ უძღვის დაუძლეველი სურვილი თმის ამოგლეჯის, სხვა შემთხვევაში კი პაციენტი ვერ აცნობიერებს თავის ქმედებას და უარყოფს ამ ფაქტს.

უმეტესად ტრიქოტილომანიის დროს გამელოტებული უბნები აღინიშნება თავის თმიან მიდამოში, წარბების და წამწამების არეში და იშვიათად სხეულის სხვა ადგილებში.