ანდროგენული ალოპეცია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა ალოპეციისა ქალებსა და მამაკაცებში.
ანდროგენული ალოპეციის დროს, ჩვეულებრივ დაავადების სიხშირე და სიმძიმე იზრდება ასაკთან ერთად. 70 წლის ასაკისთვის მამაკაცების 80% და ქალების 42% აწუხებთ ანდროგენული თმის ცვენა. ხშირად დაავადების პირველი ნიშნები მამაკაცებში თავს იჩენს თინეიჯერობის ასაკში. ქალებში დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინება ხდება თინეიჯერობის და პოსტმენოპაუზის დროს.
ანდროგენული ალოპეციის ეტიოლოგია მულტიფაქტორული და პოლიგენურია.
-
მამაკაცებში ანდროგენულ ალოპეციას ანდროგენ-დამოკიდებული ხასიათი აქვს. ტერმინალური თმის ფოლიკული მგრძნობიარე ხდება დეჰიდროტესტოსტერონის მიმართ, რაც იწვევს ანაგენური ფაზის შემოკლებას და ტერმინალური თმის ღინღლოვან თმად მინიატურიზაციას. მამრობითი სქესის პაციენტებში ანდროგენული ალოპეციის განვითარება უპირატესად გენეტიკურ ხასიათს ატარებს.
-
მდედრობითი სქესის პაციენტებში ანდროგენული ალოპეციის ეტიოლოგიის შესახებ ნაკლები რამაა ცნობილი. შესაძლოა, რომ ქალთა ადრეულ ასაკსა და გვიან ასაკში გამოვლენილ ანდროგენულ ალოპეციას სხვადასხვა გენეტიკური თავისებურებები ჰქონდეს. გაურკვეველია, ასევე, ქალებში ანდროგენული ალოპეციის ანდროგენებზე დამოკიდებულება, როგორც ჩანს, დაავადების განვითარებაში სხვა ფაქტორებია ჩართული.
კლინიკურად ანდროგენული ალოპეცია არსებობს ქალის ტიპის და მამაკაცის ტიპის, თუმცა არსებობს შემთხვევები როცა მამაკაცს აღენიშნება ქალის ტიპის ცვენა და პირიქით
მამაკაცის ტიპის ანდროგენული ალოპეციის კლასიფიკაცია პირველად შექმნა ჰამილტონმა და მოგვიანებით მას მოდიფიცირება გაუკეთა ნორვუდა. მამაკაცის ტიპის ანდროგენული ალოპეციისათვის დამახასიათებელია თმის ცვენა შუბლის წილში და გვირგვინის მიდამოში, თუმცა ხშირად გამელოტებული უბნები ერთიანდება და ნორმალური თმიანი საფარი რჩება მხოლოდ კეფაზე და საფეთქლის მიდამოში. მამაკაცების 5% – ს თმის ცვენა ეწყება დიფუზურად თხემის მიდამოში, ხოლო შუბლის წილში წინა ფრონტალური ხაზი შენარჩუნებულია, რაც მოგვაგონებს ქალის ტიპის თმის ცვენას. თმის ცვენა ქალებში მამაკაცებისაგან განსხვავებით იწყება დიფუზურად თხემის და შუბლის წილში, წინა ფრონტალური ხაზის შენარჩუნბით.