2019 წლის 9–10 თებერვალს, ქალაქ კიევში გაიმართა UHRS (Ukrainian Hair Research Society)-ის მე–2 საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა ტრიქოლოგიური პრობლემების განხილვას.
კონგრესის ძირითადი მიმართულება და მიზანი იყო ტრიქოსკოპიის ფართოდ დანერგვა სადიაგნოსტიკო პრაქტიკაში. ტრიქოსკოპიული კურსი მიყავდათ მსოფლიოში წამყვან ტრიქოლოგებს, ტრიქოსკოპიული კვლევის დამფუძნებლებს და ექსპერტებს, მათ შორის “საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების” პრეზიდენტს, პროფესორ ნინო ლორთქიფანიძეს.
უკრაინის თმის კვლევის საზოგადოების (UHRS) მეორე საერთაშორისო კონგრესი
12
თებ