ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია უმეტესწილად აღენიშნებათ ქალებს პოსტმენოპაუზის შემდგომ პერიოდში. ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია აზიანებს შუბლის წილს, იშვიათად წრიულად თმის ზრდის ხაზს. ნაწიბუროვანი გამელოტება ლენტისებური ფორმისაა და შესაძლებელია ჰქონდეს სხვადასხვა სისქე (1-8სმ). როგორც წესი, კერაში ნარჩუნდება ერთეული თმის ღერები, რომელიც რჩება დაუზიანებელი.

   კლინიკური მახასიათებლებები, როგორიც არის ფოლიკულური ჰიპერკერატოზი და პერიფოლიკულური ერითემა, გამოხატულია თმის ზრდის კიდეზე. ფრონტალურ ფიბროზულ ალოპეციას კლასიკური ფოლიკულური ლიქენისგან განსხვავებით ახასიათებს თმის ცვენა წარბების მიდამოში.