სებორეული დერმატიტი (SD) არის კანის ანთება, რომელიც დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლის ჭარბ სეკრეციასთან.
მიზეზი უცნობია, მაგრამ Malassezia ovale, ნორმალური კანის ორგანიზმი, გარკვეულ როლს ასრულებს.
სებორეული დერმატიტი მაღალი სიხშირით გვხვდება აივ ინფიცირებულ, ასევე გარკვეული ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებში.
სებორეული დერმატიტი იწვევს ზოგჯერ ქავილს, ქერტლს და ყვითელი, ცხიმიანი ქერცლების წარმოქმნას სკალპზე და სახეზე, სხვადასხვა ინტენსივობის ქავილით.
დაავადების მძიმე ფორმის დროს, თმიანი საფარის გასწვრივ, ასევე, ყურების უკან, წარბებზე, იღლიაში, ცხვირის ხიდზე, ცხვირის ნაკეცებში ჩნდება მოყვითალო – წითელი ქერცლით დაფარული პაპულები.
შეიძლება განვითარდეს მარგინალური ბლეფარიტი მშრალი ყვითელი ქერცლებით და ასევე კონიუქტივიტი.
სებორეული დერმატიტი არ იწვევს თმის ცვენას.
ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს სქელი, ყვითელი, ქერქები სკალპზე – (cradle cap).